გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრს, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ალადაშვილმა სხვადასხვა სამმართველოს მუშაობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა. საუბარი ასევე შეეხო დაცვის პოლიციაში მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებს.

შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები