გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს.
არსებული ინფორმაციით, გამომძიებელს კითხვები მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნება, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა”.
თარგამაძე სუს-ში 11:00 საათზე უნდა მივიდეს.