მაკრონი: ჰორმუზის სრუტის ბლოკადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას არ ამართლებს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და მასთან დაკავშირებული ნავთობის ფასების ზრდა არანაირად არ ამართლებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას.

ნავთობის ფასების ზრდის ფონზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს, 9 მარტს, განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას განიხილავს.

ახლო აღმოსავლეთის საკითხზე „დიდი შვიდეულის“ ლიდერების ტელეკონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ, ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ახლა არ უნდა შემსუბუქდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები