თეირანის საცხოვრებელ უბნებზე თავდასხმის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა

თეირანის საცხოვრებელ უბნებზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად, კიდევ ორმოცი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ სააგენტო „ტასნიმმა“ განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ საჰაერო დარტყმების შედეგად რამდენიმე მაღალსართულიანი შენობა დაინგრა.

ადგილზე ამჟამად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს და მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები