ირანს ახალი უზენაესი ლიდერი ჰყავს

“ირანის ახალი უზენაესი ლიდერის გვარი იგივე დარჩება, რაც ქვეყნის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა,- ამის შესახებ ისლამური რესპუბლიკის ახალი ლიდერის შერჩევის პროცესში მონაწილე ექსპერტთა საბჭოს წევრმა განაცხადა.

მედიის ცნობით, ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა მის შემცვლელად აირჩიეს.

„ჩვენ ავირჩიეთ ირანის ახალი ლიდერი. ხამენეის სახელი ახალ უზენაეს ლიდერს დარჩება“, – თქვა ექსპერტთა საბჭოს წარმომადგენელმა.

მედიის ინფორმაციით, ვიდრე ირანის ახალი უზენაესი ლიდერი მოვალეობის შესრულებას შეუდგება, ქვეყანას სამი წევრისგან შემდგარი საბჭო მართავს. მისი წევრები არიან: ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელი ღოლამჰოსეინ მოჰსენი ეჯეი და მოხალისეთა პარამილიტარული დაჯგუფების ხელმძღვანელი ალირეზა არაფი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები