კახა კალაძე: მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება – მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ნამდვილად არ იმსახურებდა ამას

„მტერს არ ვუსურვებ იმ მდგომარეობაში ყოფნას, როგორშიც უკრაინა იმყოფება. უმძიმესი მდგომარეობაა. მშვიდობა მინდა ვუსურვო უკრაინელ ხალხს, უკრაინა ამას ნამდვილად არ იმსახურებდა“, – ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებთან დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას გული შესტკივა უკრაინელ ხალხზე, თუმცა მისი უმთავრესი საზრუნავი ქვეყნის სუვერენიტეტის და ქართველი ხალხის ინტერესის დაცვაა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, გული შეგვტკივა უკრაინელ ხალხზე, მაგრამ, პირველ რიგში, ვფიქრობთ და ვზრუნავთ ჩვენს ქვეყანაზე და ხალხზე. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკით, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მომავალშიც, რომ პირველ რიგში დავიცვათ საქართველო, ქვეყნის სუვერენიტეტი და ქართველი ხალხის ინტერესი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის ვითარება და მდგომარეობა არ გვქონდეს ქვეყანაში, რაც დღეს უკრაინაშია და რისკენაც მოგვიწოდებდნენ, გვაშანტაჟებდნენ, გვავალდებულებდნენ, გვემუქრებოდნენ, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო და მიერთებოდა სანქციებს. ჩვენი სწორი პოლიტიკით, პრაგმატული ხედვით და გადადგმული ნაბიჯებით შევინარჩუნეთ ის პოლიტიკა, მშვიდობა და დავიცავით ქვეყნის ინტერესები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები