ესპანეთში „ერისიონის“ გასტროლები გაიმართა

„ერისიონის“ გასტროლები ესპანეთში, გერნიკაში – ბასკეთის საპარლამენტო ასამბლეაში სტუმრობით დაიწყო, სადაც მათ ბასკეთის გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა ანა ოთადუი ბიტერმა უმასპინძლა. „ერისიონის“ ინფორმაციით, „ერისიონის“ მომღერალთა გუნდი წარდგა მცირე პროგრამით და შეასრულა ქართული ხალხური სასიმღერო ნიმუშები.
„გერნიკის საპარლამენტო სახლი არის თავისუფლების, დემოკრატიისა და ხალხის ნებისა და ღირსების სიმბოლო. სწორედ გერნიკის მუხის ქვეშ, საუკუნეების განმავლობაში იკრიბებოდნენ ბასკი ლიდერები და ფიცს დებდნენ საკუთარი ხალხის უფლებებისა და „ფუეროების“ დასაცავად. ეს ადგილი აერთიანებს ისტორიას, იდენტობასა და პატივისცემას ტრადიციების მიმართ. მასპინძელმა, ანა ოთადუი ბიტერმა, „ერისიონს“ სიმბოლური საჩუქარიც გადასცა.
კონცერტები ბასკეთის ოთხ ქალაქში, პრესტიჟულ თეატრებში ანშლაგით ჩატარდა, ღონისძიებებს 5 000-მდე მაყურებელი დაესწრო. მათ შორის ესპანეთის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ჭკუასელი და ბასკეთის ხელისუფლების წარმომადგენლები.
კონცერტები გაიმართა: ბილბაოში, Arriaga Theater;
ბასკეთის რეგიონში, Palacio de Europa Vitoria Theatre;
სან სებასტიანიში, San Sebastian Victoria Eugenia;
პამპლონაში, Teatro Baluarte.
ღონისძიებები საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და Cambay Media-ს მიწვევით ჩატარდა.
განსაკუთრებული მადლობა – Shilda Winery • მეღვინეობა შილდა და Veriko Gergedava“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები