ლევან მაჭავარიანი – „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირებაზე: აღნიშნული ფაქტი რადიკალური ოპოზიციისთვის გარკვეულწილად ჟანგბადს წარმოადგენს
“აღნიშნული ფაქტი რადიკალური ოპოზიციისთვის გარკვეულწილად ჟანგბადს წარმოადგენს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და „პოსტივის“ სანქცირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
„ამ ყველაფრით ლუსტრირება მოხდა იმის, რაზეც „ქართული ოცნება“ საუბრობდა. ისიც ნიშანდობლივია, რომ ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, გერმანიის ელჩი, თუნდაც ბოლო ღონისძიებაზე, ეძახიან მხოლოდ „ტვ პირველს“ და „ფორმულას“, რითაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ჩვეულებრივად რადიკალური პარტიის აქტივისტები არიან“, – განაცხადა მაჭავარიანმა.