თამარ ბაგრატიონმა ხელოვნების სასახლეში გამოფენა ,,დაბრუნებული საუნჯე” დაათვალიერა
საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა საქართველოს კულტურის მინისტრთან, თინათინ რუხაძესთან ერთად ხელოვნების სასახლეში გამოფენა ,,დაბრუნებული საუნჯე” დაათვალიერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმის მიერ ევროპისა და საქართველოს სხვადასხვა კერძო კოლექციიდან თუ გალერეიდან შესყიდული ისტორიული ექსპონატები და დასავლეთევროპული ხელოვნების ნიმუშები.
“1921 წელს საბჭოთა ოკუპაციისას საქართველოდან გატანილი, უცხოეთში გაყიდული და გასხვისებული ნამუშევრები, მუზეუმს 2025 წელს საქართველოს კულტურის მინისტრის, თინათინ რუხაძის ინიციატივით დაუბრუნდა,”- წერია ინფორმაციაში.