მიხეილ ქირიას კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცა

საოპერო მომღერალს, მიხეილ ქირიას კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო – ღირსების ორდენი გადაეცა.

“ღირსების ორდენი ჩემთვის დიდი პატივია.
მადლიერი ვარ იმ შეფასებისთვის, რაც ჩემს საერთაშორისო პროფესიულ საქმიანობას მიეცა.

მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს და პირადად ქალბატონ მინისტრს, თინათინ რუხაძეს მხარდაჭერისთვის.

ვეცდები კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს ქართული ხმა საერთაშორისო ასპარეზზე,”- წერს სოციალურ ქსელში მიხეილ ქირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები