შალვა პაპუაშვილი: საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას ბრიტანეთის ელჩს დავიბარებდი, თუმცა ეს მათი გადასაწყვეტია

“საგარეო საქმეთა სამინისტროს ადგილას ბრიტანეთის ელჩს დავიბარებდი, მაგრამ ეს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასაწყვეტია”, – ამის შესახებ პარლანენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„იმ განცხადების გამო [დავიბარებდი], გუშინ რაც წამოსცდა, რომ სანქციების დაწესებისკენ მოგვიწოდებს. აი ამის გამო დავიბარებდი. როცა ელჩი კაბინეტ-კაბინეტ დადის და ითხოვს: არ შემოიტანოთ იაფი ბენზინი, იყიდეთ ძვირად, მერე რა რომ გაძვირდება, ძვირი გადაიხადეთ – ეს ხომ სამარცხვინოა? ფულს მოგვცემენ რომ ეს სხვაობა ავანაზღაუროთ? თუ ეს ყველაფერი ესკალაციამდე რომ მივა აქ ბრიტანელი ჯარისკაცები დადგებიან? როგორც 1920 წელს გავიდნენ საქართველოდან და მიგვატოვებს რუსეთის არმიას, ასევე კაციშვილი ყურადღებას არ მოაქცევს საქართველოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები