საპატრულო პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო – დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების ფაქტებზე , 1999 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი შ.რ. და 1987 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მ.ყ. სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: „მეთადონი“ და „გამომშრალი მარიხუანა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”-, წერია ინფორმაციაში.