“სამწუხაროდ, სურსათის ფასები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებში; ამ გამოწვევების საპასუხოდ, ყველაფერს აკეთებს ჩვენი გუნდი” – გორდულაძე

“სამწუხაროდ, სურსათის ფასები გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე რეგიონში არსებულ სხვა ქვეყნებში, რაც დიდი გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის. ამ გამოწვევების საპასუხოდ, რა თქმა უნდა, ყველაფერს აკეთებს ჩვენი გუნდი”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, არჩილ გორდულაძე აცხადებს.

როგორც ის განმარტავს, მნიშვნელოვანია, რომ, საბოლოოდ, ეს ყველაფერი ფასების შემცირებაში კონვერტირდეს.

“ზუსტად, ანალოგიურად სამუშაოს დაიწყებს საპარლამენტო შესაბამისი კომისიაც. მნიშვნელოვანია, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საკითხის მოკვლევაც”, – ამბობს გორდულაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები