საქართველოს სახელით მოასპარეზე, მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია
საქართველოს სახელით მოასპარეზე, მოფარიკავე ალექსანდრა კუვაევა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, თბილისი ახალგაზრდებს შორის ხმლით ფარიკაობის მსოფლიოს თასს მასპინძლობს. ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა საქართველოს სახელით მოასპარეზე მოფარიკავემ, ალექსანდრა კუვაევამ.
ალექსანდრა კუვაევამ ფინალში რუმინელ მეტოქეს ანგარიშით 15:11 სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.