ირაკლი კობახიძე: თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2800 პროფესიონალი უზრუნველყოფს, პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს, განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ვეტერანების მიმართ და მადლობას გიხდით მოქმედ თანამშრომლებს

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეტროს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება.

„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ჩვენი ქვეყნისთვის. აღვნიშნავთ თბილისის მეტროპოლიტენის დაარსებიდან 60 წლისთავს. ეს თარიღი ჩვენი ქალაქის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპს გვახსენებს. დღეს მსოფლიოში 210-ზე მეტი მეტროპოლიტენის სისტემა მუშაობს. თბილისის მეტრო, გახსნის მომენტისთვის, მსოფლიოში 26-ე იყო. 1965 წლის 28 ნოემბერს ხაზზე პირველი საცდელი მატარებელი გავიდა, რაც იყო გამარჯვება თითოეული ქართველისთვის და სიამაყის საგანია დღემდე ჩვენთვის. 

მეტროპოლიტენის შექმნის ისტორია არაერთ პოლიტიკურ თუ საინჟინრო გამოწვევას, დიდ შრომას და ძალისხმევას უკავშირდება. 1966 წელს პირველმა მატარებელმა დაიწყო მგზავრთა გადაყვანა. მას შემდეგ მეტრო ცოცხალი ორგანიზმივით იზრდებოდა. დაემატა საბურთალოს ხაზი, სადგურები ერთმანეთს დაუკავშირდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში კი, 2017 წელს, წარმატებით დავასრულეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროექტი – გავხსენით  რიგით 23-ე სადგური, „სახელმწიფო უნივერსიტეტი”, აღვადგინეთ 3.5-კილომეტრი სიგრძის გვირაბები. 

დღეს დედაქალაქის სატრანსპორტო სისტემა მეტროს გარეშე წარმოუდგენელია. მას ყოველდღიურად ნახევარი მილიონი თბილისელი თუ დედაქალაქის სტუმარი გადაჰყავს. ამიტომ, ჩვენი ვალია, სისტემის სრულად გამართული და უსაფრთხო მუშაობა უზრუნველვყოთ.

სწორედ ამ პასუხისმგებლობით განაახლა მერიამ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა. მთლიანად შეიცვალა 560 კილომეტრი ძალოვანი სადენები და სავენტილაციო სისტემები. აქტიურად მიმდინარეობს სადგურების რეაბილიტაცია და ეს პროცესი კიდევ 12 სადგურს შეეხება. პარალელურად, სისტემას ემატება ევროპული სტანდარტის 111 ახალი ვაგონი, რაც მგზავრობას ბევრად კომფორტულს გახდის.

თბილისის მეტროს გამართულ და შეუფერხებელ მუშაობას ყოველდღიურად 2800 პროფესიონალი უზრუნველყოფს. პროფესიულ დღეს ვულოცავ მეტროს თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავ ვეტერანების მიმართ, რომელთა შრომაზეც დგას მეტროს ისტორია. მადლობას გიხდით მოქმედ თანამშრომლებს – სწორედ თქვენი დამსახურებაა, რომ ეს ურთულესი სტრატეგიული ობიექტი დღესაც საიმედოდ ფუნქციონირებს. კიდევ ერთხელ გილოცავთ 60 წლის იუბილეს და ყველას მინდა წარმატებები გისურვოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები