ილია ღუდუშაურს ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის საპატიმრო გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ილია ღუდუშაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გირაოს გადახდის ვადად განისაზღვრა 30 დღე.

თანხის სრულად გადახდამდე ბრალდებული პატიმრობაში დარჩება.

პროკურატურამ ღუდუშაურს ბრალდება პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარუდგინა.

გამოძიების ინფორმაციით, ღუდუშაურმა, რომელიც 2022 წელს, უწყების შესყიდვების სატენდერო კომისიასაც ხელმძღვანელობდა, უკანონოდ შეაჩერა ტენდერი, გამოაცხადა ახალი და პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები