ირაკლი მეზურნიშვილი: ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნგრეთი იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს
“შეხვედრა გავმართეთ ჩვენს კოლეგებთან, ჯანდაცვის კომიტეტთან, განათლების კომიტეტთან. მე პირადად მქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა უშუალოდ ჩემ კოლეგასთან, რომელიც არის ხელმძღვანელი ქართულ-უნგრული მეგობრობის ჯგუფის”, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა უნგრეთში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით “ქრონიკას” განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოლაპარაკებაზე, ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნგრეთი საქართველოს ინტერესებს იცავს.
„მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი, ისევე როგორც საქართველო, არის ქვეყანა რომელიც პირველ რიგში აქცენტს აკეთებს მშვიდობაზე. ყველა მოლაპარაკებაზე, ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე უნგრეთი პირდაპირ იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის მადლობა გადავუხადეთ კოლეგებს დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება“, – აღნიშნა მეზურნიშვილმა.