უნგრეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე: მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, არ გვსურს, ბრიუსელმა საქართველოს მთავრობას ლექციები უკითხოს

“ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, არ გვსურს, რომ ბრიუსელმა საქართველოს მთავრობას ლექციები უკითხოს”, – ამის შესახებ უნგრეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ ლორენც ნაჩამ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებზეც შეხვედრაზე იმსჯელეს.

„ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები – ქრისტიანული, ოჯახის ღირებულებები, ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს და ორივეს გვსურს მშვიდობა. ვისაუბრეთ ენერგეტიკის საკითხებზე, „მწვანე დერეფანზე“, საქართველო-უნგრეთის ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მშვიდობაზე. ჩვენს ქვეყნებს სურთ მშვიდობა და ომის თავიდან არიდება. ცხადია, საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური ზრდა აქვს.

ჩვენი ქვეყნების მთავრობები საკუთარი ხალხისთვის შრომობენ. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, თუმცა, არ გვსურს, რომ ბრიუსელმა საქართველოს მთავრობას ლექციები უკითხოს. საქართველოს მთავრობა აბსოლუტურად ლეგიტიმური, არჩეული მთავრობაა და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის არჩევანსა და საქართველოს მთავრობას“, – განაცხადა ლორინც ნაჩამ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბუდაპეშტში ოფიციალურ ვიზიტს აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები