გურამ მაჭარაშვილი: როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შეგაქვს საქმე, მინიმუმ უნდა არსებობდეს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ეს ეხება არჩევნების გაყალბებას

“როდესაც სტრასბურგის სასამართლოში შეგაქვს საქმე, მინიმუმ უნდა არსებობდეს საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერა ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს როცა ეს ეხება არჩევნების გაყალბებას,” – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა “საია”-ს მიერ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, “საია”-ს მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა.

„როდესაც შენ აქვე დამარცხებული ხარ საქართველოში, როდესაც მეორე დღეს ნახე რომ წააგე არჩევნები, იწყებ გაპროტესტებას და ვერც ვერანაირი მტკიცებულება მიგაქვს, ბუნებრივია, რომ შენი დამაჯერებლობა იქნება ნულოვანი. სტრასბურგის სასამართლოს რომ დაენახა ამ საქმეში რაიმე ტიპის სერიოზული დარღვევა, საიას მოთხოვნას დაუკმაყოფილებდა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც “საია”-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები