ლევან მახაშვილი – გვაქვს იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ უსამართლო კრიტიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების დროს

“გვაქვს იმედი, რომ სტრასბურგის სასამართლო საბოლოოდ დაუსვამს წერტილს იმ უსამართლო კრიტიკას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საპარლამენტო არჩევნების დროს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მახაშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში “საია”-ს შეტანილ საჩივარზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბუნებრივია, სასამართლო პროცესები რამდენიმე თვეს წაიღებს, შეიძლება წელიწადზე მეტიც გასტანოს, მაგრამ “ქართული ოცნება” მაქსიმალურად ითანამშრომლებს სასამართლოსთან.

„გვაქვს ძალიან დიდი იმედი და სურვილი, მალე დასრულდეს ეს სასამართლო პროცესი. ბუნებრივია, სასამართლო პროცესები რამდენიმე თვეს წაიღებს, შეიძლება წელიწადზე მეტიც გასტანოს, მაგრამ მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ სასამართლოსთან, რომ დროულად მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება, რათა საბოლოოდ დაესვას წერტილი იმ უსამართლო კრიტიკას, სიყალბეს და დეზინფორმაციულ შეტევას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოზე საპარლამენტო არჩევნების დროს, რასაც დღემდე ბევრი ევროპელი ვითომ საქართველოს მეგობარი იყენებს უსამართლო კრიტიკისთვის“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩვენების შედეგების გაუქმება არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები