რიმა ბერაძე: სწორი პოლიტიკური და დემოკრატიული დებატები მხოლოდ ობიექტურ მედიასივრცეში უნდა განხორციელდეს
“სწორი პოლიტიკური და დემოკრატიული დებატები მხოლოდ ობიექტურ მედიასივრცეში უნდა განხორციელდეს,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ პრემიერის ინიციატივაზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში დებატების გახსნის და საჯარო დისკუსიის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს პრაქტიკაში ძალიან ბევრი მაგალითი, როცა ძალიან ბევრი მედიასაშუალება ვერ ახორციელებდა ამ პროცესს და მიგვაჩნია, რომ სწორი პოლიტიკური და დემოკრატიული დებატები მხოლოდ ობიექტურ მედიასივრცეში უნდა განხორციელდეს“, – აღნიშნა ბერაძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა:
„მთავარია, შედგეს ჯანსაღი ფორმატის დებატები, ეს პირველ რიგში მედიის გადასაწყვეტია, რა ფორმით წარიმართება დისკუსიები საჯარო სივრცეში, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის“.