ლევან მაჭავარიანი: იმედი გვაქვს, რომ პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება, BBC გადაარჩენს თავის რეპუტაციას და მოიხდის საჯაროდ ბოდიშს

“აბსურდის თეატრი დაატრიალა BBC-იმ, თითქოს პირველი მსოფლიო ომის დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებით დავწამლეთ ჩვენი თანამოქალაქეები”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი იმედოვნებს, რომ BBC ამ სიცრუის გავრცელების გამო ბოდიშს მოიხდის.

„რა თქმა უნდა ეს არის ჩვეულებრივი სიცრუე. ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, რომ აუცილებლად გავცემდით პასუხს ამ ყველაფერს. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ BBC ასე ვთქვათ გადაარჩენს თავის რეპუტაციას, პირველივე ეტაპზე მორჩება საქმის წარმოება და BBC მოიხდის საჯაროდ ბოდიშს“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები