შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს რეალურად მხოლოდ მოლაპარაკების სახელი ჰქვია

„ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს რეალურად მხოლოდ მოლაპარაკების სახელი ჰქვია,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირს აინტერესებდა დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვება.

“2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც მიმდინარეობდა ე.წ ფასილიტაცია, სადაც ევროკავშირი იყო ჩართული ოპოზიციას და „ქართულ ოცნებას“ შორის. როდესაც შეთანხმების პირველი პროექტი მოიტანეს, იქ ეწერა, რომ გენერალური პროკურორი უნდა აგვერჩია კვალიფიციური უმრავლესობით. ევროკავშირის წარმომადგენლებს ვკითხე, თუ საიდან გაჩნდა ეს პუნქტი, რადგან არც ოპოზიციისგან, არც ენჯეოებისგან და არც არავისგან მსმენია, რომ ვინმე ამას ითხოვდა და ამ დიალოგში საიდანღაც გაჩნდა ეს პუნქტი. ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე. ასევე ვკითხე ოპოზიციასაც, ენჯეოებსაც და არც ერთს ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. ამ ფაქტმა დაადასტურა, რომ ეს იყო ამ არბიტრების მიერ ჩასმული პუნქტი. დადასტურდა, რომ ისინი არ იყვნენ ნეიტრალური შუამავლები და მომლაპარაკებლები, მათ ჰქონდათ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც თავს უნდა მოეხვიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. გამოჩნდა, რომ მათ აინტერესებდათ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები