შალვა პაპუაშვილი: ვხედავთ ევროკავშირისა და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა

„ვხედავთ ევროკავშირისა და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც საუბრობენ იმაზე, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში საქართველოზე წინ არიან.

„ვხედავთ ევროკავშირისა და ბრიუსელის ინსტიტუტების ანტიქართულ რიტორიკას, რაც ძალიან სამწუხაროა. გვესმის ხშირად თავდასხმები ქართველ ხალხზე, მის უფლებაზე აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება და ვხედავდით პირდაპირ ბრიუსელის ჩარევას, იმისთვის რომ საქართველოში გარედან შეეცვალათ ხელისუფლება, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინ, როდესაც ევროკავშირის ელჩი საერთაშორისო სამართლის დარღვევით ჩართული იყო საარჩევნო კამპანიაში, ისე 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერაში.

ეს არის ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც საუბრობენ იმაზე, თითქოს უკრაინა და მოლდოვა რაიმე ობიექტურ ჭრილში საქართველოზე წინ არიან. რა თქმა უნდა წინ არიან ბრიუსელის ბიუროკრატიასთან ჩახუტებაში. ამაში ვერ ვჯობნით. ეხუტებიან იმიტომ, რომ ასრულებენ ყველა იმ დავალებას, რომელსაც არარჩეული ბიუროკრატები აძლევენ. თუმცა ვჯობივართ ყველა სხვა პარამეტრით – ეკონომიკური განვითარებით, დემოკრატიული ინსტიტუტებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები