გიორგი ვოლსკი: ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს
„ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებში ევროკავშირის როლზე საუბრისას განაცხადა.
„ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას თუ გადავხედავთ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ მიიღო, იქ ძალიან ნათლად წერია, რომ ევროკავშირმა დაკარგა თავისი ფუნქცია – მომლაპარაკებლის, შემრიგებელი, ბალანსის დამყარების. ფაქტია, რომ ევროკავშირი განზე დგას ყველანაირი პროცესისგან, რომელიც მსოფლიოსთვის შეიძლება, პოზიტიური შედეგის მომტანი იყოს. ვენესუელას მოვლენებს თუ გადავხედავთ, ამ შემთხვევაშიც ნეგატიური მხარე გამოვლინდა”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.