ვლადიმერ ბოჟაძე: არ მგონია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ტრამპის განცხადების შემდეგ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გარე ჩარევების საფრთხე არსებობს

“არ მგონია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ტრამპის განცხადების შემდეგ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გარე ჩარევების საფრთხე არსებობს,”- ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ ევროპაში ამერიკის მხრიდან შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

„იცით, როგორი რეაქცია მოჰყვა ევროპელი ლიდერების მხრიდან ტრამპის განცხადებას, [ამბობენ] თითქოს ამერიკა ერევა შიდა საქმეებში. გავიხსენოთ იგივე ამერიკის ელჩის განცხადება საფრანგეთთან მიმართებით და როგორი რეაქცია ჰქონდა საფრანგეთის პრეზიდენტს. და რატომღაც უკვირს, რომ ჩვენნაირ მცირე სახელმწიფოს აქვს რეაქცია ღია ჩარევებზე, რომლებსაც ვხედავთ ზოგიერთი ელჩის, სხვადასხვა პარტნიორის მხრიდან. არ მგონია, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ ტრამპის განცხადების შემდეგ საკუთარ პოლიტიკას გადახედოს, თუმცა საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ გარე ჩარევების საფრთხე არსებობს. წარმოიდგინეთ რამხელა ზეწოლის ქვეშ შეიძლება იყოს ჩვენი სამშობლო, როცა ევროპული ბიუროკრატია ასე ღიად და უსამართლოდ, დაუფარავად ერევა ქვეყნის შიდა საქმეებში“, – აცხადებს ბოჟაძე.

“ქრონიკის” ინფორმაციით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი აშშ-ს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები