“ლევან ხაბეიშვილის გაბრაზება გასაგებია, რადგან ჯერ ქუჩაში მიატოვეს, შემდეგ – საპყრობილეში” – გურამ მაჭარაშვილი
“ლევან ხაბეიშვილის გაბრაზება გასაგებია, რადგან ჯერ ქუჩაში მიატოვეს, შემდეგ – საპყრობილეში. რა ეგონა? იმ ხალხის იმედი რატომ ჰქონდა, რომელთაც საკუთარი ხალხი, ქვეყანა “გადააგდეს?” ხაბეიშვილს რატომ გამოეკიდებოდნენ?”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, ხაბეიშვილი გარეთაც რომ იყო, რაზეც მუშაობდა, პარტიაში სულ წინააღმდეგობა ჰქონდა.
“რატომ ჰქონდა იმედი, რომ საპყრობილეში ჩაყვებოდნენ ვითომ მოკავშირეები? რაც ხდება, ლოგიკური შედეგია იმისა, რაც „ნაცმოძრაობას“ ახასიათებს. ოპოზიციაში ზოგი კაპუჩინოს სვამს, ზოგი რომში ისვენებს, ზოგი მასაჟებს იკეთებს. ეს მათი საქმე და მათი საქმიანობის შედეგია. ხალხს მოუწოდებენ, ქუჩაში წვიმაში იდგნენ, ციხეში წავიდნენ და თავად ყავას მიირთმევენ, ზოგი რომში და ზოგი სხვა დედაქალაქებში. ვინც აქ არის, ისინი არც წვიმაში გამოსვლით იწუხებენ თავს და არც ქუჩაში დგომით. ახალგაზრდებს ვაფრთხილებდით, რომ შეცდომაში შეჰყავდათ და დაინტერესებული იყვნენ მხოლოდ იმით, რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად აქ დამხობა, რევოლუცია მოეწყოთ“, – თქვა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „რა გაჩერებთ სახლებში, ღამით კაპუჩინო უნდა დალიოთ და აქციაზე ვერ დარჩებით? და მე თურმე ბრალი უნდა ვაღიარო, აზრზე მოდით, ვერ გავიმარჯვებთ, ვიდრე საკუთარ თავში შიშს არ დაამარცხებთ”.