გია აბაშიძე: თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი
ანალიტიკოსი გია აბაშიძე BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მაუწყებელს მიზანმიმართულ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გააყალბა დონალდ ტრამპის გამოსვლა, ახლა კი ქართულ პოლიციას აბრალებს მომწამლავი გაზის გამოყენებას რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილზე დაყრდნობით.
მისივე შეფასებით, ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული “საგამოძიებო” სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.
„თავხედი მანიპულატორი BBC, რომელმაც ტრამპის გამოსვლა გააყალბა, ქართულ პოლიციას აბრალებს პირველი მსოფლიო ომისდროინდელი მომწამლავი გაზის გამოყენებას, რადიკალ პედიატრზე, კოტე ჩახუნაშვილსა და ნაცრეჟიმის ჩაფრებზე დაყრდნობით, ზეფსკერი!
უწინ იქნებოდა რეზონანსული, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თქვა ესა და ეს, მაგრამ ბოლო წლებმა გლობალურ საზოგადოებას ხაზგასმით აჩვენა – BBC დაეცა სტანდარტულ ‘ფეიქნიუსერობამდე’. მისი ტენდენციური სარედაქციო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ბრძოლა პატრიოტულ ძალებთან, ულტრამემარცხენეობის დღის წესრიგის პრომო – ე.წ. მწვანე პოლიტიკა, ტრანსგენდერიზმი და ზოგადად, ვოუქიზმი.
ნაცპროპაგანდისთვის კი უნდა იყოს ეს პროვოკაციული “საგამოძიებო” სტატია ერთგვარი მაშველი რგოლი, მაგრამ საკმაოდ დახვრეტილია BBC-ის რენომე და წინ მისი ქვეყნის დაფინანსების გადახედვა ემუქრება უამრავ მიზეზთა გამო.“ – წერს აბაშიძე.