“მატროსოვთან” გიგი უგულავას ახლობლები შეიკრიბნენ

  “მატროსოვის” სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას “თბილისობის დღესასწაული მიულოცეს. ციხესთან უგულავას მეგობრები, ოჯახის წევრები და თანაპარტიელები იყვნენ შეკრებილნი.
„მიხარია, რომ გიგის სახელს უკავშირდება ის რაც თბილისში გაკეთდა. მას ხშირად უთქვამს, რომ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. ვულოცავ თბილისელებს და გიგის. იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს საზოგადოება სწორად შეაფასებს“, – აღნიშნა გიგი უგულავას მეუღლემ ლელა კილაძემ.
„შეიძლება ვიღაცას არ მოსწონდეს გიგი უგულავა, შეიძლება-მოსწონდეს. ვიღაცა ითხოვდა მის დასჯას, ვიღაცა არ ითხოვდა. ფაქტი არის ჯიუტი, რომ ამ ადამიანმა ძალიან ბევრი გააკეთა თბილისისთვის და წარუშლელი კვალი დატოვა მასზე“, – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ.
გიგი უგულავასთვის ციხესთან გამოფენა მოეწყო, სადაც მისი მერობის დროს განხორცილელებული პროექტების ფოტოები იყო წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები