გიორგი გაბუნია – ქართული კანონმდებლობა ზუსტად იმ მიზნების განხორციელებას გეგმავდა, რაც დასავლეთში ამ კანონის მიღებას უკავშირდება, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს გარე ჩარევებისგან
„ქართული კანონმდებლობა ზუსტად იმ მიზნების განხორციელებას გეგმავდა რაც დასავლეთში ამ კანონის მიღებას უკავშირდება, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს გარე ჩარევებისგან,”- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ ევროკავშირის მიერ გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია ის, რომ მხილება მოხდა აგენტურის უზარმაზარი ქსელის, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებდა.
„ყველაზე მთავარია ის, რომ მხილება მოხდა აგენტურის უზარმაზარი ქსელის, რომელიც საქართველოში წლების განმავლობაში მოქმედებდა. ეს იყო არასამთავრობოების სახით, ასევე კონკრეტული პოლიტიკოსებისა და რადიკალური მედიების სახით. ისინი საქართველოში იმ ნარატივის შემოტანას ცდილობდნენ, რომლებიც შიდა არეულობის და სამოქალაქო დაპირისპირების შემოტანას ცდილობდა. დასავლური ბიუროკრატია როცა ფეხდაფეხ მოგვყვება იმ პოლიტიკურ ნაბიჯებში, რაზეც ხელისუფლებამ მუშაობა დაიწყო, ამას საზოგადოება შეაფასებს. ქართული კანონმდებლობა ზუსტად იმ მიზნების განხორციელებას ისახავდა, რაც დასავლეთში ამ კანონის მიღებას უკავშირდება, რომ საქართველოში პოლიტიკური სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს გარე ჩარევებისგან,“ – აღნიშნა გაბუნიამ.