ვატიკანის უმაღლესმა დოქტრინალურმა სამსახურმა მსოფლიოს კათოლიკეებს ამცნო, რომ უნდა ეცადონ იქორწინონ ერთხელ და მთელი ცხოვრება უერთგულონ, ასევე მოუწოდა, არ ჰქონდეთ მრავალჯერადი სექსუალური ურთიერთობები,- ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, დადგენილება რომის პაპმა ლეომ დაამტკიცა.
Reuters-ის ინფორმაციით, ცვლილება ხაზს უსვამს მრავალჯერადი სექსუალური ურთიერთობებისგან თავის შეკავების აუცილებლობას და ოჯახური ერთიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას.
ვატიკანში აცხადებენ, რომ ქორწინება არის მთელი ცხოვრების განმავლობაში ვალდებულება ერთ მამაკაცსა და ერთ ქალს შორის, სწორედ ამიტომ,დადგენილება მიზნად ისახავს ოჯახის სიწმინდისა და სულიერი სტაბილურობის დაცვას.
„ყოველი ავთენტური ქორწინება არის ორი ინდივიდისგან შემდგარი ერთობა, რომელიც მოითხოვს ისეთ ინტიმურ და ტოტალურ ურთიერთობას, რომ მისი სხვებთან გაზიარება შეუძლებელია“, – ნათქვამია დადგენილებაში.