რითი იქნება გამორჩეული წლევანდელი “თბილისობა” – ნარმანიას კომენტარი

   თბილისი მერმა დავით ნარმანიამ თითოეულ თბილისელს თბილისობის დღესასწაული მიულოცა.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ღონისძიებასთან დაკავშირებით დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებმაც თბილისის განვითარებაში წვლილი შეიტანეს.
დავით ნარმანიამ უცხოურ დელეგაციასთან ერთად ტივით გაისეირნა. ტივზე ასევე იმყოფება მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი.
“თითოეულ თბილისელს მინდა მივულოცო დღევანდელი დღე. ძალიან გამორჩეული დღეა, მნიშველოვანია ის, რომ წელს ჩვენ თბილისელებს საპატიო ჯილდოები გადავეცით. ასევე დაჯილდოვდებიან ის ადამიანები, რომლებმაც თბილისის განვითარებაში წვლილი შეიტანეს. მათ გადაეცემათ თბილისზე მზრუნველის წოდება. წლევანდელი დღესასწაული გამორჩეული იქნება იმით, რომ ჩატარდება ღვინის ფესტივალი და ღონიძიებები ათივე რაიონშია დაგეგმილი. კულმინაცია იქნება რიყეზე, სადაც გაიმართება კონცერტები. იმედი გვაქვს, რომ თითოეული მოქალაქე ამ დღესასწაულით ისიამოვნებს”,- განაცხადა ნარმანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები