“თბილისობასთან” დაკავშირებით ღონისძიებები ათივე რაიონში იმართება

  “თბილისობის” საიუბილეო დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალფეროვანი ღონისძიებები, წელს პირველად, დედაქალაქის ათივე რაიონში იმართება.
თბილისის ზღვაზე მარათონმა სტარტი 10 საათზე აიღო. მარათონში მონაწილეობდა 1800 ადამიანი. აღნიშნული ღონისძიება უკვე მესამედ ტარდება და საქართველოში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ემსახურება.
მარათონი საქველმოქმედოა. შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის მშენებლობას მოხმარდება. მარათონი სიმბოლურად სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გახსნა.
2 დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა აუბანი ყვავილების, ხილის, ღვინის, ყველის ფესიტავლებს, სპორტულ შეჯიბრებებს, ხალხური რეწვის, ხელნაკეთი ნივთებისა და მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვებს, სოციალურ აქციებსა და კონცერტებს უმასპინძლებს.
მოეწყობა კოსტიუმირებული სანახაობა ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად, ფოტოსტენდები, ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა. მოქალაქეებს ასევე საშულება ექნებათ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები