ირაკლი ალასანია: დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია

  დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაული – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
მინისტრმა “თბილისობის” დღესასწაული ყველა ქართველს მიულოცა.
“ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულს ყველას. როგორც დღეს ვნახეთ საკრებულოს შენობის განახლებული ვარიანტი, ისე მინდა დედაქალაქის ქუჩები და ახალი შენობები გაიხსნას და წინსვლის, პროგრესის სული საქართველოში ყოველთვის იყოს “, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები