ლაშა ხუციშვილი: 2026 წელს ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით – 4.1 მლრდ ლარამდე, კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე 1 050,0 მლნ ლარზე მეტი მიიმართება

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით გათვალისწინებულია 4.1 მლრდ ლარამდე, რომლის ფარგლებშიც:

· საჯარო სკოლების დაფინანსებაზე მიიმართება 1,7 მლრდ ლარამდე;

· საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 500,0 მლნ ლარზე მეტი;

· საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 110,0 მლნ ლარი.

კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 1 050,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 615,0 მლნ ლარამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები