მახაშვილი – ბალტიისპირეთის ქვეყნების რუსული ნავთობის ექსპორტის ჩრდილოვან სქემებზე: ეს მეტყველებს იმ სიყალბეზე, რასაც ეფუძნება ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკა, თუ როგორ იყენებენ უკრაინის ომს საკუთარი კეთილდღეობისთვის

“ეს აჩვენებს იმ მორალურ სტანდარტს, რაც ამ ქვეყნებს სამწუხაროდ ჰქონდათ მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენ გვამუნათებდნენ სრულიად უსამართლოდ და ტყუილი ინფორმაციების საფუძველზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

ის ბალტიისპირეთის ქვეყნებში რუსული ნავთობის იმპორტს ეხმაურება.

„ეს მეტყველებს იმ სიყალბეზე, რასაც ეფუძნებოდა და დღემდე ეფუძნება ამ ქვეყნების საგარეო პოლიტიკა და სამწუხაროდ, როგორ იყენებენ უკრაინის ომს საკუთარი კეთილდღეობისთვის. რაც დრო გადის, რაც უფრო მეტი ინფორმაცია ხდება საზოგადოებისთვის საჯარო, მით უფრო ვრწმუნდებით საქართველოს საგარეო პოლიტიკის სისწორეში. იმ მიდგომაში, რაც ქვეყანამ თავის დროზე დაიკავა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდგომ, რომ თუ საკუთარ ინტერესებზე თავად არ იზრუნე, სხვა არავინ დედამიწის ზურგზე არ იზრუნებს შენს ინტერესებზე“ – განაცხადა ლევან მახაშვილი.

ცნობისთვის, ბალტიისპირეთის ქვეყნების კომპანიები რუსეთის „ჩრდილოვან“ ტანკერებზე ნავთობის გადატვირთვაში მონაწილეობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები