„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა

„ჰამასმა“ ღაზას სექტორში ომის დასრულებისა და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა.

ამის შესახებ „ჰამასის“ სამომლაპარაკებლო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ხალილ ალ-ჰაიიამ განაცხადა.

„დღეს ჩვენ ომის დასრულებისა და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დაწყების შესახებ ვაცხადებთ. შეთანხმება მოიცავს რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით.

შეთანხმების თანახმად, ისრაელი გაათავისუფლებს ყველა დაპატიმრებულ პალესტინელ ქალსა და ბავშვს. ჯგუფმა მიიღო გარანტიები შეერთებული შტატებისგან, არაბი შუამავლებისა და თურქეთისგან, რომ ღაზაში ომი სამუდამოდ დასრულდა“, – აღნიშნა ალ-ჰაიიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები