“მილიმეტრებით აცდენილი არტერიასთან” – სოციალურ ქსელში დაჭრილი პოლიციელის ფოტო ქვეყნდება

სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი სამართალდამცველის ფოტოს მისი კოლეგა სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

როგორც პატრულ-ინსპექტორი, ირმა გიქორაშვილი წერს, მიყენებული ჭრილობა მილიმეტრებით აცდა არტერიას.

“გადავრჩით, ღმერთს ვყვარებივართ. მილიმეტრებჯთ აცდენილი არტერიასთან”, – წერს გიქორაშვილი.

შემთხვევა გუშინ მოხდა – მოქალაქემ პოლიციელს ცივი იარაღით ჭრილობა მას შემდეგ მიაყენა, რაც მან ავტომობილის გაჩერება მოითხოვა.

შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

“სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“, – წერია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები