“ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, ”ვარდების რევოლუციას” რამდენიმე კვირა დასჭირდა” – მიხეილ სააკაშვილი
“ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა, ”ვარდების რევოლუციას” რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე, გადამწყვეტი სიტყვა „ჯენზის“ ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა წუწუნის კი არა, ორგანიზების დროა. ვარდების რევოლუციას რამდენიმე კვირა დასჭირდა, აჭარის რევოლუციას – ექვსი თვე. ქოცებმა გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ დაიწერეს 20 პროცენტზე მეტი. ეს იმაზე ნაკლებია, ვიდრე შევარდნაძემ მიიღო 2003 წელს.
იმედია, „ლელო“ დარწმუნდა, რომ ე.წ. არჩევნებით ამათ ვერაფერს გამოგლეჯ და დაბრუნდება საერთო ბრძოლაში.
ყველაფრის მიუხედავად, ასი ათასობით გულანთებული პატრიოტი გამოვიდა ქვეყნის დასაბრუნებლად, მაგრამ გადამწყვეტი სიტყვა ჯენზის ეკუთვნის, რომელიც გაიყვანს ქვეყანას სამშვიდობოს. სწორედ ეგენი მიიყვანენ ბრძოლას სიმართლის საბოლოოდ გამარჯვებამდე“, – წერს სააკაშვილი.