დაშავებული სამართალდამცველი შესაძლოა, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ

“კურიერის” ინფორმაციით, დაშავებული სამართალდამცველი შესაძლოა, მართვით სუნთქვაზე გადაიყვანონ.

არსებული ინფორმაციით, მას საფეთქლის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება და აქვს სისხლჩაქცევები.

ფაქტს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

“ერთ-ერთი დაშავებული სამართალდამცველის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა – უნდა ილოცონ იმ ადამიანებმა, რომლებმაც ასეთი რამ გააკეთეს. სახელმწიფოს რეაგირება არ იქნება მათთვის მარტივი და მსუბუქი”, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები