„ბებიას უთხარით, რომ მე შემიძლია ვიშვილო“ – მამა ლევანი კასპში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილზე
კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს, რომ კასპში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილს იშვილებს.
„მას ვინ გააცოცხლებს. ვერავინ. არ ჰყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ალბათ ახლა მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. მე არ მაქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ. თუ საჭიროდ ჩათვლით, ბებიას უთხარით რომ მე შემიძლია ვიშვილო. მართალია არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ როგორც ჩემი ოთხი შვილი აქამდე მოიყვანა ღმერთმა, მრწამს მასაც ისე გამაზრდევინებს“, – წერს მამა ლევანი Facebook-ზე.
შეგახსენებთ, რომ ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა, დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.