დიმიტრი სამხარაძე: ქალოიებო და ქალაჩუნებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ, თორემ თქვენს თავს ვერავინ გამოგვდღლიზავს, შეძლებისდაგვარად ყველას ბურჭულაძეში გაგარჭობთ, ერთად თუ არა, სათითაოდ და ხანგრძლივად

ქალოიებო და ქალაჩუნებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ, თორემ თქვენს თავს ვერავინ გამოგვდღლიზავს, შეძლებისდაგვარად ყველას ბურჭულაძეში გაგარჭობთ, ერთად თუ არა, სათითაოდ და ხანგრძლივად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ის ყოველთვის იბრძოლებს მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს დაჩოქება და სახელმწიფოს დანგრევა სურს.

„სულ საქართველოში 3051 საარჩევნო უბანია! აღმოსავლეთი – 1722, დასავლეთი -1329 უბანი! ხოდა, რა მინდა ვთქვა, არჩევნების დროს, თითო უბნიდან, 100 მეტრის დაშორებით, რაც კანონმდებლობით არის განსაზღვრული, ყოველთვის იკრიბებიან, ჩვენი, „ქართული ოცნების“ ერთგული ჯარისკაცები! სხვათაშორის, „ნაცებმაც“ კარგად იციან ეს ხალხი! თავიანთ შპინგალეტ ტელევიზიებს რომ უშვებენ ხოლმე, მათთან პროვოკაციების მოსაწყობად და კივიან გაურკვეველი ვინაოების მამაკაცები ჰყავთ უბნებზეო, თან ზუსტად რომ იციან რეალურად ვინც არიან და რაღაცებს აბრალებენ, ისინი!

ახლა უბრალოდ, მათემატიკას შემოგთავაზებთ! ე.ი. თითო უბნიდან, მინიმუმ 100 მეტრის დაშორებით, გვეყოლება 30-50 ღირსეული ოცნების ჯარისკაცი‼ ავიღოთ მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველო და უბანზე მინიმალური ჩვენების რაოდენობა და 1722 უბანი x 30 ჯარისკაცზე = 51 600 აქტივისტი, ამას თუ დასავლეთის უბნებსაც დავუმატებთ, 1329 x 30 = 39 870 „ქართული ოცნების“ ჯარისკაცი! სულ 91 470 პატრიოტი გვყავს მობილიზებული! აღმოსავლეთის და თბილისის აქტივის, დედაქალაქის ნებისმიერ ლოკაციაზე შესაკრებად, გვჭირდება მინიმუმ 20 წუთი და მაქსიმუმ 2 საათი! დასავლეთიდან 4-5 საათი‼ ახლა წარმოიდგინეთ 4 ოქტომბერს, როდესაც ეს ჰომოსექსუალი აგენტების შეკრება მოხდება და რამე ისეთს თუ დააპირებენ რაც უკანონოა, მიხვდებით ალბათ მშვიდობიანად რას ვუზამთ! ვერავინ უშველით‼ ამიტომ ქალოიებო და ქალაჩუნებო, ღმერთი არ გაგიწყრეთ, თორემ თქვენს თავს ვერავინ გამოგვდღლიზავს, შეძლებისდაგვარად ყველას ბურჭულაძეში გაგარჭობთ, ერთად თუ არა, სათითაოდ და ხანგრძლივად!

P.S. 91 ათასიც არ დაგვჭირდება, პირველი ტალღა 30 ათასი აქტივისტიც გეყოფით, თუ რამეს პოლიციას ან მოქალაქეებს ავნებთ და მერე პირადად ჩემთვის, ეს იქნება მთავარი ოცნების ახდენა, თქვენს ატირებულ სიფათებს რომ ვნახავ და ახლა გინდ ზონდერი მეძახეთ და გინდ მოძალადე! ყველა, ვისაც საქართველოს დაჩოქება და ჩვენი სახელმწიფოს დანგრევა სურს, მის წინააღმდეგ არაფერს არ დავიშურებ, სიკვდილამდე ვიბრძოლებ! ასე რომ ქალოიებო, მალე შევხვდებით‼ თქვენი ცანცარა თავი არ გაიშვა“, – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები