ედიშერ გვენეტაძე: საქართველოს სამართალდამცავი სამსახურები არ დაუშვებენ ქვეყანაში არეულობას და ქაოსს
,,ბატონი მამუკა მდინარაძის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტები ისე არიან ჩამოყალიბებული და ისე გამართულად მუშაობენ, როგორც ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. ისინი მოქმედებენ ისე, როგორც შეეფერება დამოუკიდებელი და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე მდგარ სახელმწიფოს”,- ამის შესახებ ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი, რომელიც მამუკა მდინარაძეს აქვს დაგეგმილი, საქართველოში არსებული ეჭვების საბოლოო პასუხი იქნება.
„ბატონი მამუკა მდინარაძის ინტერვიუმ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ქართული სახელმწიფოს ინსტიტუტები ისე არიან ჩამოყალიბებული და ისე გამართულად მუშაობენ, როგორც ამას ქვეყნის ინტერესები მოითხოვს. ისინი მოქმედებენ ისე, როგორც შეეფერება დამოუკიდებელ და სუვერენიტეტის განმტკიცების გზაზე მდგარ სახელმწიფოს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოზომილმა, მკაცრმა და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე გათვლილმა საუბარმა, მტერსაც და მოყვარესაც მკაფიოდ დაანახა – საქართველოს სამართალდამცავი სამსახურები არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებენ ქვეყანაში არეულობას, ქაოსს და ბაკქანალიას, რისთვისაც ასე იღვწის შიდა ე.წ. ოპოზიციად წოდებული, სინამდვილეში მეხუთე კოლონა და მათი გარე პატრონები. მათ ყოველგვარ კანონის ფარგლებს გარეთ გასულ ქმედებას უპასუხებენ კანონით გათვალისწინებული ზომებით.
გუშინდელი ინტერვიუს შემდეგ, ურწმუნო თომები საბოლოოდ უნდა დარწმუნდნენ, რომ სულ მალე შედგება ბატონი მამუკა მდინარაძის ვიზიტი აშშ-ში. ეს ვიზიტი არ იქნება ზოგიერთი პოლიტიკოსის მსგავსად მიმართული უილსონებისთანა თაღლითებთან საქართველოსა და ქართველი ხალხის დასასანქცირებლად, არამედ გაიმართება აშშ-ის ხელმძღვანელობის შესაბამისი სამსახურების უმაღლეს პირებთან, საქართველოს მოსახლეობის საკეთილდღეოდ და უსაფრთხოების განსამტკიცებლად.“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.