გია აბაშიძე: ნაცრადიკალების დაფინანსების შავბნელი სქემა გაიშიფრა – USAID – ის ყოფილი თანამშრომლები და ნაცორგანიზაციები ბანგკოკიდან იღებდნენ ჩარიცხვებს

“ირკვევა, რომ ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მდებარე “დიფ სთეითის” ერთ-ერთი განშტოება, USAID-ის ოფისი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კვლავ ფუნქციონირებს იმის მიუხედავად, რომ 2025 წლის დასაწყისიდან USAID-ის რეგიონული დაფინანსება (მათ შორის ტაილანდისთვის) დროებით შეჩერებულია,” – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ტაილანდისთვის შეჩერებული ამერიკის მთავრობის დაფინანსებაში “აღმოჩნდა” რესურსები, რომ შორეულ საქართველოში უსამშობლო ელემენტებისთვის გადმოერიცხათ.

„ნაცრადიკალების დაფინანსების ერთ-ერთი შავბნელი სქემა გაიშიფრა – USAID-ის მისიის ყოფილ ქართველ თანამშრომლებსა და რამდენიმე ნაცორგანიზაციას ჩარიცხვები ტაილანდიდან, ევრობლოკში იბლოკებოდა თუ? რას აღარ იგონებენ იმისთვის, რომ ანტიქართული საქმისთვის განკუთვნილი თანხები აქ როგორმე შემოაძვრინონ, თუმცა ჩვენს შესაბამის სამსახურებს არ სძინავთ. ირკვევა, რომ ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში მდებარე “დიფ სთეითის” ერთ-ერთი განშტოება, USAID-ის ოფისი, სხვა ქვეყნების მსგავსად, კვლავ ფუნქციონირებს იმის მიუხედავად, რომ 2025 წლის დასაწყისიდან USAID-ის რეგიონული დაფინანსება (მათ შორის ტაილანდისთვის) დროებით შეჩერებულია.

ხოლო ტაილანდისთვის შეჩერებული ამერიკის მთავრობის დაფინანსებაში “აღმოჩნდა” რესურსები, რომ შორეულ საქართველოში უსამშობლო ელემენტებისთვის გადმოერიცხათ. საპენსიო თანხად შენიღბული დაფინანსება რადიკალიზაციისთვის – „ქრონიკის“ ინფორმაციით, 29 სექტემბერს საქართველოში USAID-ის მისიის ოფისის ყოფილ თანამშრომლებს საპენსიო თანხა ჩაერიცხათ.

კონკრეტულად, დემოკრატიის მიმართულების ხელმძღვანელს ქეთევან ბაქრაძეს – 460 638 ლარი, სამოქალაქო განათლების პროგრამის მენეჯერს ნინო ბუაჩიძეს – 310 444 ლარი, კომუნიკაციების განყოფილების თანამშრომელს მაკა ჯაფარიძეს – 241 534 ლარი. თანხა ჩაირიცხა ბანგ-კოკიდან, ისევე, როგორც ახალი სქემის მონაწილე უნივერსიტეტებს და შპს-ებს.“ – წერს აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები