დავით ქართველიშვილი: ღალატის ყველაზე მტკივნეული მაგალითების მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილის ფენომენი, საზოგადოების მადლიერება და უფლის წყალობა არის საქართველოს მთავარი ძალა
,,დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ შეფასებაში, ყველაზე ახლოს გულთან მხვდება ბიძინა ივანიშვილის ეს ციტატა: “ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ “ქართული ოცნება” დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის რეალური საფრთხე”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე შეფასებით, ყველაზე მტკივნეულია ღალატი იმ ადამიანების მხრიდან, ვისთანაც საერთო გზა, მომავალი და ქვეყნის სამსახურისთვის გაღებული მსხვერპლი გაერთიანებდა. ეს ტკივილი იმ ადამიანებისთვის არის განსაკუთრებით მძაფრი, ვინც პირადი სიმშვიდე, ოჯახი და ბიზნესინტერესები სამშობლოს კეთილდღეობისთვის დათმო.
„დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გაჟღერებულ არაერთ შეფასებაში, ყველაზე ახლო გულთან მხვდება ბიძინა ივანიშვილის ეს ციტატა: “ჩემთვის უმძიმესია, რომ განვლილ წლებში ჩვენი გუნდის შიგნით იყო მუხანათური ღალატიც, რამაც არამხოლოდ “ქართული ოცნება” დააყენა კრიზისის წინაშე, არამედ ქვეყანას შეუქმნა განვითარების ტრაექტორიიდან აცდენის რეალური საფრთხე”.
ეს ხომ რეალურად ასეა – ყველაზე მტკივნეულია ადამიანისთვის ოჯახის წევრის, მეგობრის მხრიდან მიყენებული მოღალატეობრივი ტკივილი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირადად შენ საკუთარი მომავლის სასწორზე გაქვს გადადებული სიცოცხლე, ოჯახის სიმყუდროვე, პირადი ბიზნეს-ინტერესები – იმის სანაცვლოდ, რომ სამშობლო გაათავისუფლო ბნელეთის მეტასტაზებისგან და მას ღირსეული განვითარების პერსპექტივა მიანიჭო.
უილიამ შექსპირის “მეფე ლირში” ჩემთვის ყველაზე ტრაგიკული სტროფი, მეფის მიერ გულიდან ამოსულ ტკივილშია: How sharper than a serpent’s tooth it is to have a thankless child! – „დეე, სცნოს მაგან შვილებისა უმადურება, რაოდენადაც გველის კბილზედ უფრო ბასრია!“. გუნდის შიგნით, სადაც მზრუნველი მამის პოზიციებიდან – თითოეულ მომავალ მოღალატეს, შვილებივით უვლიდა და ზრდიდა ბიძინა ივანიშვილი, უგუნური და არნახული “მადლიერების” ბევრი სამწუხარო მაგალითი ვიცით…
მაგრამ ამ ღალატზე გაცილებით მაღლა დგას სამი ძირითადი ფაქტორი: თვით ბიძინა ივანიშვილის პიროვნების ფენომენი, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის გულწრფელი და უანგარო მადლიერება მის მიმართ და უფლის წყალობა, რომელიც ყოველ ჯერზე ამ ღალატის გადალახვის შესაძლებლობას გვაძლევს. დღეს ბუმბერაზი ქართველი წმიდანი მამულიშვილების ხსენების დღეს (წმ. – ბიძინა, შალვა და ელიზბარი) განსაკუთრებით გჯერა, რომ ამ ქვეყანაში ბნელეთი სინათლეს ვერ დაამარცხებს.“ – წერს ქართველიშვილი.