ნიკოლეიშვილი – ოპოზიციაზე: ფიქრობენ, რომ რევოლუცია მოაწყონ და ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება, მაგრამ ეს ასე ადვილი რომ არ არის, თვითონაც ხვდებიან

„ისინი ნამდვილად ფიქრობენ, რომ რევოლუცია მოაწყონ და ამ გზით შეცვალონ ხელისუფლება საქართველოში, მაგრამ ეს ასე ადვილი რომ არ არის, ამას თვითონაც ხვდებიან”, – ამის შესახებ “დღის ქრონიკას” „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “სწორედ ამის გამო ხდება უამრავი თანხის მობილიზება და სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშის მიერ მხარდაჭერის გამოცხადება ამ რადიკალური ძალებისადმი”.

“ამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზი ის არის, რომ აქ დახვდათ პრინციპული ხელისუფლება, რომელიც იცავს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს და მეტწილად ზრუნავს ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე და იმაზე, რომ საქართველო წავიდეს იმ გზაზე, რომელიც მას ქვეყნის განვითარებისთვის სწორად მიაჩნია. მაგრამ უცხოეთში არიან ძალები, რომლებსაც ეს არ მოსწონთ, უპირველეს ყოვლისა „დიფ სთეითი“. ისინი ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ვინაიდან მათ ვერ მიიღეს ვასალი და მონა ხელისუფლება, რომელიც მათთვის უფრო ხელსაყრელია. ამის მაგალითები გვაქვს უკრაინასა და მოლდოვაში”, – განმარტა ნიკოლეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები