კახიანი – „გორბის“ კვლევაზე: შემთხვევითი არაა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებიდან არჩევნებამდე მზარდია – ის, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვაქვს განვითარება, არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს

„გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა დიდი ხნის განმავლობაში რჩება ხელისუფლებაში, მისი რეიტინგი შეიძლება, დაბლა მიდიოდეს და – პირიქით, ოპოზიციის რეიტინგი იზრდებოდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, ვხედავთ, რომ საქართველოში ეს ასე არაა, “პირიქით, არჩევნებიდან არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ რეიტინგი იზრდება. ამას თავისი ახსნა აქვს და ეს შემთხვევით არ ხდება”.

“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვქონდა განვითარება, ვიტყოდი, რომ ბოლო 3-4 წელი საქართველოსთვის იყო ურთულესი პერიოდი. უმძიმესი გამოწვევების წინაშე იდგა ქვეყანა. ბოლო წლებში დანის პირზე მოგვიწია სიარული, ერთი პატარა შეცდომა საკმარისი იყო, რომ უმძიმეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ამას ხედავს საზოგადოება. ის, რომ ამდენი ხნის განმავლობაში შევინარჩუნეთ მშვიდობა, გვაქვს განვითარება, გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ეს არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს.

ერთი მხრივ არის ხელისუფლება, რომელმაც თავისი საქმით დაამტკიცა, რომ ის არის ხელისუფლება, რომელიც არის მშვიდობისა და განვითარების გარანტი, მეორე მხრივ არის რადიკალური ოპოზიციური ჯგუფები, რომელთა საქმიანობა მხოლოდ დესტრუქციასა და არეულობას ემსახურება. კავშირი, „გორბის“ კვლევის შედეგებსა და რეალობას შორის პირდაპირ არის ამ მიზეზების გამო“, – აღნიშნა კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები