ლევან მაჭავარიანი „გორბის“ კვლევაზე: ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ რა ნაბიჯებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, ყველა იყო უალტერნატივო
,,ქართული ოცნების” წევრმა ლევან მაჭავარიანმა საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრ „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
მისი თქმით, მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს, რომ რა ნაბიჯებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა, ყველა იყო უალტერნატივო.
„ძალიან მიახლოებულია ხოლმე შედეგი „გორბის“ კვლევასთან და წელსაც ასე იქნება. ჩვენი რეიტინგი გაზრდილია იქიდან გამომდინარე, რომ ერთი მხრივ რადიკალური ოპოზიცია მთლიანად გამარგინალებულია, მეორე მხრივ, რაც ბატონი ტრამპი გახდა აშშ-ს პრეზიდენტი, დადასტურდა უამრავი საკითხი, რაზეც „ქართული ოცნება“ ვბედავდით და ღიად ვსაუბრობდით.
ჩვენი მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა იაზრებს იმას, რომ რა ნაბიჯებიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა იმ დღიდან, რა დღიდანაც უკრაინაში ომი დაიწყო, ყველა ნაბიჯი იყო უალტერნატივო. მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი ამ ქვეყანაში არის მხოლოდ „ქართული ოცნება“, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა.