დავით მათიკაშვილი: 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას ვერავინ წაართმევს
,,განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ ცალკეული დესტაბილიზაციის სურვილი გააჩნიათ ერთ მუჭა რადიკალებს”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ოპოზიციის განაცხადებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას ვერავინ წაართმევს.
„ცდილობენ, უკვე შეთანხმებული ქსელებით, სადაც არ უარყოფენ ურთიერთობას ბურჭულაძე და იქ ბაჩო ახალაია, გაშიფრულია ამ ქსელის ერთმანეთთან ურთიერთობა – ის, თუ როგორ ფინანსდება უნივერსიტეტების გამოყენებით ცალკეული რადიკალური პროცესები საქართველოში და ეს განცხადებები მიანიშნებს იმას, რომ ცალკეული დესტაბილიზაციის სურვილი გააჩნიათ ამ ერთ მუჭა რადიკალებს. თუმცა, 4 ოქტომბერს ქართველ ხალხს არჩევანის უფლებას ვერავინ წაართმევს“, – განაცხადა მათიკაშვილმა.