გიორგი ჯინჭარაძე სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მატუშ ბუშოვსკის შეხვდა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავრობის თავმჯდომარემ ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობა და პრიორიტეტული მიმართულებები გააცნო. დეტალურად ისაუბრა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზე, ადგილობრივი მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებსა და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებით შექმნილ გამოწვევებზე.

ელჩმა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა.

გიორგი ჯინჭარაძემ დიპლომატს წლების განმავლობაში დევნილი მოსახლეობის სასარგებლოდ განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე, სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები